Tuesday, December 11, 2012


 პროექტი

ვასწავლოთ თუ არა ცხოველებს ლაპარაკი


1. პროექტის სახელწოდება: „ ვასწავლოთ თუ არა ცხოველებს ლაპარაკი?“
2. პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე იმსჯელონ და მივიდნენ დასკვნამდე საჭიროა თუ არა ცხოველებს ვასწავლოთ ადამიანური მეტყველება.
3. პროექტის აქტუალობა: მუშაობისას მოსწავლეები აიმაღლებენ ლაპარაკისა და წერის, გამოკითხვისა და მიღებული მასალის დამუშავების, საჭირო ინფორმაციის ბეჭდვითი და ელექტრონული ბიბლიოთეკიდან მოძიების უნარ–ჩვევებს, გაეცნობიან ცხოველთა უფლებებს დამათი ცხოვრების თავისებურებებს.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა გაიმდიდრონ ლექსიკა, აქტიურად გამოიყენონ გრამატიკული  მასალა – პირდაპირი და ირიბი ნათქვამი, გაეცნონ ცხოველთა სამყაროს განსაკუთრერბული კომუნიკაციური უნარის წარმომადგენლებს, იმსჯელონ ცხოველთა უფლებების შესახებ .
5. მონაწილეთა ასაკი:  15 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 10 დღე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პლაკატი, პრეზენტაცია სლაიდებით, ვებგვერდი.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფორმატის ქაღალდი, ფლომასტერები და მარკერები, კომპიუტერი, პროექტორი, სახელმძღვანელო, დამხმარე ლიტერატურა ბიბლიოთეკიდან .
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  პროექტის თემის გაცნობის შემდეგ მოსწავლეები შეიმუშავებენ  მოქმედების გეგმასა და მოქმედების სტრატეგიას,  კერძოდ: ა) გამოკითხვის ჩატარება ნაცნობების წრეში მოლაპარაკე ცხოველების ყოლის ან გაწვრთნის შესახებ; ბ) გამოკითხვის შედეგების შეჯამება; გ) ბიოლოგიის მასწავლებელთან კონსულტაციის შემდეგ მასალების მოძიება ბიბლიოთეკებსა და ინტერნეტში; დ) მოპოვებული მასალების დამუშავება, გაანალიზება და შეჯერება; ე) პლაკატის დიზაინისა და შინაარსის შემუშავება და გაფორმება; ვ) სლაიდ შოუს დიზაინისა და შინაარსის შემუშავება და შექმნა; ზ) მოხსენების/პრეზენტაციის გეგმისა და ტექსტის შემუშავება; თ) პროექტის დაცვის თარიღის დანიშვნა, სტუმრების მოწვევისა და სხვა ორგანიზაციული საკითხების მოგვარება; ი) პროექტის პრეზენტაცია; კ) პროექტის ანგარიშის შემუშავება-შეჯამება.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია, სამოქალაქო განათლება
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ლელა არაბული
12. ხელმძღვანელის ელ ფოსტა: lelazeyna@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

Tuesday, December 4, 2012

დღეს კარგი დღეა!
მერე რა რომ წვიმს, ხეები უფოთლო ტოტებს უცაცუნებენ მოღუშულ ცას, ბეღურები გაფხორილან და ამრეზით გადმოსცქერიან სველი ტოტებიდან ფეხაჩქარებულ გამვლელებს.
მერე რა რომ დამღალა უმიზნო ცხოვრებამ...
დღეს კარგი დღეა, უფალმა ერთხელ კიდევ მომცა უფლება დილის ხილვისა, დღისით მოქმედებისა და საღამოს შეხვედრისა.
მაგარი დღეა!

Saturday, December 1, 2012

მისალმება

მოგესალმებით ყველას!
გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებულ კარიერას, სიხარულით სავსე პირად ცხოვრებას, მშვიდობას, უფლის წყალობას, სიყვარულისა და პატიების უნარს.
ღმერთი ჰფარავდეს საქართველოს და ჩვენ, მის შვილებს!