Tuesday, January 1, 2013

გილოცავ ახალ წელს ჩემო საქართველო!
უფალი გფარავდეს ღვთისმშობლის წილხვედრო, შვილები გიცავდნენ და გიფიცებდნენ!
ჩვენს ბავშვებს ფესვები არ დასწყვეტოდეთ, შენს ძუძუს ეკიდნენ ათასწლის მერეც!
მოხუცებს სიკვდილი არ ენატრებოდეთ, კაცები უსაქმურობით არ გაგლოტებოდნენ, ქალებს ოჯახის რჩენისთვის არ დაეტოვებინე, შვილების ნატვრაში ერთი დღეც არ დაჰღამებოდეთ!
ახალ წელს გილოცავ, ჩემო ხალხო!
მრავალი ახალწლის დილა ბედნიერად გაგთენებოდეთ თავის უფალ, თავისუფალ, ერთიან, ძლიერ და მდიდარ სამშობლოში!
ახალ წელს გილოცავ, ხალხის მამავ, ჩემო პატრიარქო!
მრავალ წელს გვმოძღვრავდე და ლოცულობდე ჩვენზე, მრავალი უძღები შვილი დაგებრუნებინოს სამშობლოსა და დედა ეკლესიისათვის, მე, შენს უღირს კრავს მომიტევე შეცოდებანი ჩემნი ნებისმიერნი თუ უნებლიენი და ნუ გამრიყავ შენი სამწყმსოსგან!
ახალ წელს გილოცავ, ჩემო პატარავ! (ვიცი, დედიკო, რომ უკვე გაიზარდე და არ გსიამოვნებს ასე მიმართვა, მაგრამ ჩემი პასუხიც ხომ იცი.) გისურვებ შენს მიწაზე დაბერებას, შენი მიწის და ცის სიყვარულს, შენი ლამაზი ოცნებების აცხადებას! მარად გფარავდეს შენი ანგელოზი და დედის ლოცვა!
ახალ წელს გილოცავთ ყველააააააააააააააააააას!!!!!!!!!!!!!!!!! 

No comments:

Post a Comment